4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

CBS News: ტეხასში სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს

აშშ-ის შტატ ტეხასში ჩატარებული რეიდების დროს სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავეს, რომელთა დეპორტაცია შემდგომში მოხდება. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, პოლიციამ რეიდები ქალაქებში დალასში, ფორტ უერტში, ირვინგში და კოლინის ოლქის სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. სამართალდამცველების განცხადებით, ეს უკანონო მიგრანტებთან ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თანამდებობის დაკავებამდე თქვა, რომ უკანონო მიგრანტებთან მკაცრ ბრძოლას აპირებს. ინაუგურაციის შემდეგ მან თავისი გეგმების სისრულეში მოყვანა დაიწყო. პირველი, რაც გააკეთა ტრამპმა, გააუქმა მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მიგრანტების დაკავებას სკოლებთან და სამლოცველოებთან ახლოს კრძალავდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.