ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა BBC-ის „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტი უწოდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-ის „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტი ორგანიზაცია უწოდა.

როგორც გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია გლობალური ბიუროკრატიის ნაწილია და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული.

„პრეზიდენტმა ტრამპმა სასამართლოში უჩივლა BBC-ის ტყუილებისთვის, რომლებიც მასზე გაავრცელეს. ისინი იტყუებოდნენ ისრაელთან და ეკონომიკასთან დაკავშირებითაც. ისინი არიან გლობალური სისტემის პროპაგანდისტები, ბრიტანეთში „დიფ სთეითის“ ბიუროკრატიის პროპაგანდისტები. ისინი ებრძვიან გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის დონალდ ტრამპს, რომელსაც სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს, და ისინი ფინანსდებიან ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულით“, – თქვა ტრასმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ:...

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი...