Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენისთვის არა ოფიციალურად მოითხოვა, რომ ზელენსკიმ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს

ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენისთვის არა ოფიციალურად მოითხოვა, რომ ზელენსკიმ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპსა და ზელენსკის დაურეკა და სცადა, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაებრუნებინა, თუმცა ტრამპის გუნდმა მოლაპარაკების განახლებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტად დრო არის საჭირო.

28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...