ბელგიის პოლიციამ უძრავი ქონების გაყიდვის საქმეზე ევროკომისიაში ჩხრეკა ჩაატარა

ბელგიის პოლიციამ უძრავი ქონების გაყიდვისას ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში ევროკომისიაში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას ორმა წყარომ განუცხადა, ჩხრეკა ხუთშაბათს დილით ევროკომისიის რამდენიმე შენობაში, მათ შორის საბიუჯეტო დეპარტამენტში ჩატარდა.

საუბარია ევროკავშირის კუთვნილი ქონების გაყიდვაზე რამდენიმე წლის წინ, როცა იოჰანეს ჰანი ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებდა.

გამოცემის ცნობით, ჰანი 2024 წლის ბოლომდე 1 ტრილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის ბიუჯეტს განკარგავდა. მანდატის ამოწურვის შემდეგ ის კვიპროსის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნეს.

ევროპული პროკურატურა (EPPO) იძიებს 23 შენობის საქმეს, რომლებიც 2024 წელს ბელგიის სუვერენულმა ფონდმა 900 მილიონ ევროდ შეიძინა. მაშინ კომისიამ განაცხადა, რომ გარიგება ევროკავშირის კანონმდებლობისა და წესების დაცვით შედგა.

ჩხრეკა ევროპულ პროკურატურაში დაადასტურეს, თუმცა დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ...

გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი - რატომ არ ამბობს, რომ გმობს 2024 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? იმიტომ რომ, რა მომენტშიც ამ ძალადობას დაგმობს,...