ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება – დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა

თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება, – წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალებით თანამედროვე ქართულ კულტურას დიდი პოეტი დააკლდა.

“მისი ლექსები არის ჯაზი, ფონეტიკური სილაღე, ბავშვური ცელქობა, დიადი სიყვარულის მათრობელი ვნება, ცხელ ზაფხულში ცივი ლუდი და სუსხიან ზამთარში ტორფიანი ვისკი. დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა, თანამედროვე ქართულ კულტურას კოლოსი დააკლდა,” – წერს ოდიშარია.

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას...

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს....