აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების შესახებ კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანონპროექტი ხარჯებისა და გადასახადების შესახებ.

კანონპროექტს მხარი 218 „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 212 „დემოკრატი“ წინააღმდეგ წავიდა. კანონს ხმა არ მისცა აგრეთვე „რესპუბლიკური“ პარტიის ორმა კონგრესმენმა. კანონს ხელმოსაწერად ტრამპს გადაუგზავნიან.

მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებს:

სახელმწიფო ვალის ზღვრის გაზრდას ხუთი ტრილიონი დოლარით;
ზოგიერთი სოციალური პროგრამის შემცირებას;
სამხედრო ხარჯების გაზრდას;
ტრამპის პირველი ვადიდან მოქმედი საგადასახადო შეღავათების შენარჩუნებას.
შედეგად, კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს შეფასებით, სახელმწიფო ვალი ათ წელიწადში 3.3 ტრილიონი დოლარით გაიზრდება და დაახლოებით 12 მილიონ ამერიკელს სამედიცინო დაზღვევის გარეშე დატოვებს.

ტრამპის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა ილონ მასკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევდა, ხოლო ამერიკელი მოქალაქეები გაუსაძლისი ვალის წინაშე დადგებოდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...