რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ , – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
არჩილ გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
„რაც დღეს ვნახეთ არაკონსტიტუციური პარტიების განცხადებებიდან თავისუფალი მედიის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. აი, ხომ ამბობენ ხოლმე – ჩვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ პატივს ვცემთ იმ აზრსაც, ვიბრძოლებთ იმ აზრისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. აღარ ვაკადრებ საზოგადოებას, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა და რა განცხადებაც გააკეთა, რა დაემართოს თავისუფალ მედიასო. ეს არის ზუსტად მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ადამიანის უფლებებისადმი – რაც არ მოსწონთ, მათთვის რაც მიუღებელია, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება.
კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, არც დასაბუთებას, ისინი ყოველთვის გარეთ იყურებიან და გარედან რასაც გადაწყვეტენ, იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ ხმა ამოიღონ და რაღაც თქვან ამის საწინააღმდეგო – პირიქით, მოხარული არიან თავისუფალ სიტყვაზე და დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის. მეტი რაღაცნაირად უნდა დაამტკიცონ ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა, რომ ასაკრძალები არია, ალბათ, წარმოუდგენელია“, – აცხადებს არჩილ გორდულაძე.









