ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.

ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში, წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი და სტუმარი, „ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი გიგა ჯოხაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია თავდასხმის, დაცინვის და კრიტიკის ობიექტად აქცევენ.

მათ პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ტრამპის დაპირება თითოეული ამერიკელისთვის 5 000 დოლარის გადაცემის შესახებ, მათ ახსენებთ – „1 მილიონი ყველა სოფელს”. ასევე მას ადანაშაულებენ საარჩევნო საზღვრების იმდაგვარად შეცვლაში, რომ არასამართლიანი უპირატესობა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მოიპოვოს.

გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ნაბიჯები სასაცილოა და მას საზოგადოება სერიოზულად ვერ აღიქვამს.

აღნიშნული განცხადებები კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ ეწევა ოპოზიციური მედია ამერიკის შეერთებული შტატების და მისი ინსტიტუტების დისკრედიტაციას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...