ანრი ოხანაშვილი: ეს არის სისტემური და მნიშვნელოვანი გარღვევა საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც არჩევნები ჩატარდება ელექტრონული მანქანების გამოყენებით

ეს არის სისტემური და მნიშვნელოვანი გარღვევა საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც არჩევნები ჩატარდება ელექტრონული მანქანების გამოყენებით, რომელიც დაზოგავს საარჩევნო დროს და მოახდენს უფრო სწრაფ ადმინისტრირებას, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ცესკოს გაწეული სამუშაოსთვის საერთაშორისო სიმპოზიუმზე გადაეცა ჯილდო, როგორც საუკეთესო ადმინისტრატორებს. შესაბამისად, ეს არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიდევ ერთი აღიარება საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, ისინი აგრძელებენ კამპანიას, მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ რა სარგებელი ექნება ამ სისტემას ჩვენთვის“, -აღნიშნა ოხანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...