ალექსეი გონჩარენკო – მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში ადამიანია, უკრაინა ამ რთულ ვითარებაშიც მზადაა დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეს – არა იმიტომ, რომ ის პრეზიდენტი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის არის ადამიანი

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მაწუხებს – უკრაინა ამ რთულ ვითარებაშიც კი მზადაა დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის რადას წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს აქვს უფლება, მიიღოს სამედიცინო დახმარება.

„პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი. მას აქვს უფლება, მოეპყრონ როგორც ადამიანს, მიიღოს სამედიცინო დახმარება. უკრაინა ამ რთულ ვითარებაშიც კი მზადაა დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იქნება, რომლებიც მზად არის მას სამედიცინო დახმარება შესთავაზოს. არა იმიტომ, რომ ის პრეზიდენტი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის ადამიანია. ეს არის ყველაზე მთავარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მაწუხებს. მინდა ის გამოჯანმრთელებული და ჯანმრთელი ვნახო. ეს არის ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლება ამ პლანეტაზე”, – განაცხადა გონჩარენკომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...