სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ეკლესიაში პანაშვიდი შესრულდება

საქართველოს საპატრიარქო რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო განცხადებას ავრცელებს.

„რაჭაში, შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად დღეს, 2023 წლის 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად...

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება,...