4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ფინანსური კრიზისი „მთავარ არხში“ – ტელეკომპანია “POSTV-ის“ ინფორმაციით, თანამშრომლებს სრულად ჯერ აპრილის თვის ხელფასიც არ აუღიათ

ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 19 ივლისს “მთავარ არხში” გამართულ თათბირზე, გიორგი გაბუნიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ 20 ივლისს დაიფარება აპრილის დავალიანების 25%, ხოლო მიმდინარე თვის ბოლოს – ივლისის ხელფასის სრული ოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისისა და ივნისის სახელფასო დავალიანებებს ტელეკომპანია ეტაპობრივად გაისტუმრებს.

ტელეკომპანია “მთავარი არხის ” მენეჯმენტი დაპირებას იძლევა, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში, მენეჯმენტის პირადი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად უწევთ მუშაობა, ამ კვირის ბოლოს ჩაურიცხავენ დაგვიანებული ხელფასების 25%-ს, ხოლო თვის ბოლოს 50% ან 100%-ს, თუმცა, როგორც “POSTV-ის“ განუცხადეს, რეპორტიორებს ხელფასების სრულად აღებასთან დაკავშირებით არხის მენეჯმენტის მიერ გაცემული პირობის არ სჯერათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები