3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

გორის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში სპორტული ღონისძიებით ჩაერთო

გორის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიან კამპანიაში სპორტული ღონისძიებით ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, „ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ“ – ასე ერქვა ტურნირს, რომელშიც მოკრივე გოგონებმა და ბიჭებმა იასპარეზეს.

„შეჯიბრების მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, მედლები და თასები. გარდა ამისა, მოზარდებმა სამახსოვრო საჩუქრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს.

ღონისძიება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები