17 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2026
17 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2026

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც 13 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა.

„ვითხოვ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას“, – წერს კრისტერსონი პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ 13 სექტემბრის არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ მმართველი ბლოკი მცირე უპირატესობით დაამარცხა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები