დიმიტრი სამხარაძე: ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი ნაცებს და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ!

ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი ნაცებს და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! – წერს პარტია “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სამხარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხალხი ისევე მოტყუვდება, როგორც ამერიკული კანონის რუსულად გასაღების დროს. თუმცა, მისივე თქმით, საზოგადოებამ უკვე იცის, თუ ვისი ინტერესია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

“ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი ნაცებს და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! ამერიკული კანონის გარუსება რომ გამოუვიდათ, გონიათ კიდევ მოატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ვერ მოგართვით! ხალხმა იცის, რომ ნაცების, მანქურთების და გლობალური ომის პარტიის ინტერესია საქართველომ სტატუსი რომ არ მიიღოს და ამათ მოთხოვენ მკაცრად პასუხს! რასაც ქართულ ოცნებას უმზადებდნენ, კანდიდატობის არ მიღების შემთხვევაში, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ახლა ყველამ იცის ვისი ბრალია, როცა ქვეყნის განვითარებას ხელი ეშლება!” – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით...