4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნიკოლოზ სამხარაძე: საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მეთაურებსა და ლიდერებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს

საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაეხმაროს პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მეთაურებსა და ლიდერებს რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

„ბოსნიის მაგალითზე ვნახეთ, რომ მას შესრულებული არ ჰქონდა ის რეკომენდაციები, რომელიც მას მისცეს და მიუხედავად ამისა, შარშან დეკემბერში ბოსნიამ მაინც მიიღო სტატუსი. საბოლოო ჯამში რეკომენდაციების შესრულება მაინც მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ყველას შევასრულებთ, რომელიც ევროკომისიამ მოგვაწოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებით სრულდება ყველა სამუშაო და ვამბობთ რომ იდეალური ქვეყანა და მეტი არაფერი გვჭირდება.

რეკომენდაციების შესრულება კარგი იქნება იმისათვის, რომ როდესაც ევროკომისია საკუთარ ანგარიშს გამოაქვეყნებს, იქ მას ეწერება, რომ ამ ქვეყანამ ეს რეკომენდაცია შეასრულა, შესაბამისად მე ვაძლევ რეკომენდაციას საბჭოს, რომ მიიღოს დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ამის შემდეგ ვინმე საქართველოს წინააღმდეგი წავა, მაშინ ამ ქვეყნის ლიდერს ჩვენი საზოგადოებისთვის მოუწევს ახსნა, რატომ მოიქცა ასე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ .

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.