8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

„2022 წელს გამოცხადდა ტენდერი ირემაძეების წყალმომარაგებაზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო წლის ბოლოს, ასი ათასი ლარი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ დღემდე მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე” – ედო ჯავახიძე

„2022 წელს გამოცხადდა ტენდერი ირემაძეების წყალმომარაგებაზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო წლის ბოლოს, ასი ათასი ლარი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ დღემდე მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე.“ – განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ედო ჯავახიძემ.

„ეს ხალხი არის შეწუხებული იმ უყურადღებობით და იმ მართლა უსაქციელობით, რასაც სჩადის ადგილობრივი ხელისუფლება, ეს იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თუ ეს იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის მერია. 2022 წლის აგვისტოში გამოცხადდა ტენდერი ირემაძეების ბოღაურის უბნის წყალმომარაგებაზე. ასი ათასი ლარი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ საქმის მოსაგვარებლად, მაგრამ გავიდა გავიდა თვეები, წესით ეს ტენდერი დასრულებულიყო 2022 წლის ბოლოსთვის, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ტენდერი ჩაიბარა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, თითქოს ყველაფერი დასრულებულია, ყველა სამუშაო არის შესრულებული და სახელმწიფოს გადმოსახედიდან ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა აქ არიან შეკრებილნი წყალი მიეწოდებათ, მაგრამ რეალურად წყალი არ მიეწოდებათ და როგორ წარმოგიდგენიათ ისეთ წყალუხვ მუნიციპალიტეტში, როგორიც არის ხულოს მუნიციპალიტეტი, მშრომელ ადამიანებს, რომლებსაც სარწყავად კი არა სასმელად ესაჭიროებათ წყალი, ეს  წყალი არ მიეწოდებათ. ეს არის დანაშაული, საინტერესოა სად წავიდა ასი ათასი ლარი, შპს „ნაგო“ ახორციელებდა ამ ტენდერს, ის იყო ამ ტენდერის გამარჯვებული და საინტერესოა, თუ ვერ ახერხებდა იმ საქმის გაკეთებას, რაც იყო სატენდერო ვალდებულება მაშინ რატომ აიღო ეს ვალდებულება, თუ დროში გაიწელა რატომ არ მოითხოვა დამატებითი დრო და დღეს რატომ არის ტენდერი ჩაბარებული, მუნიციპალიტეტი რატომ ამბობს, რომ ტენდერი შესრულებულია?

ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ საკითხით დაინტერესება, მე წარმოვადგენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩვენი პარტია დაინტერესებულია ამ საკითხით და გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ საკითხს მივყვეთ ბოლომდე, რადგან ისედაც გაჭირვებული ადამიანების ჯიბეებიდან ამოღებული ფულით ვიღაცები მდიდრდებიან და ადამიანები რჩებიან რეალურად სასმელი წყლის გარეშე. ბუნებრივია, ადგილობრივი ხელისუფლება იმიტომ არის, რომ არ უნდა იყოს საჭირო ასეთი შეკრება, არ უნდა იყოს საჭირო ასეთი ამბის შექმნა ამაზე და თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ხალხი იქნებოდა კმაყოფილი. ბუნებრივია, ადგილობრივი ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს საკითხი მივიდეს ბოლომდე“ – განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ედო ჯავახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...