8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემები “ვეზირისგან”

უსაფრთხოების სისტემების გამართული ფუნქციონირება ნებისმიერი ტიპის შენობაში არსებითად მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი, უბედური შემთხვევები. გარკვეული ტიპის უსაფრთხოების სისტემის გამართულობას დღეს უკვე საქართველოს კანონმდებლობაც არეგულირებს. შესაბამისად, მათზე მოთხოვნა ბოლო წლებში გაიზარდა.

უსაფრთხოების სისტემებს მიეკუთვნება:

სახანძრო უსაფრთხოება

  • შეზღუდული დაშვების სისტემა
  • შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა
  • ელექტრონული საკეტების სისტემა
  • ოთახების მართვის სისტემა
  • ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა
  • პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა და სხვ.

თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მექანიზმებსა და ფუნქციებს აერთიანებს, რომლებიც ორიენტირებულია შენობის დაცვაზე.

სახანძრო უსაფრთხოება ერთ-ერთი გამორჩეული რგოლია მათ შორის. მისი სრულყოფილად მუშაობისათვის კი რამდენიმე ფუნდამენტური მექანიზმის გამართვაა აუცილებელი. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები აერთიანებს:

  • ხანძრის დეტექციის სისტემას
  • ხმოვანი ევაკუაციის სისტემას
  • ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემას და სხვ.

ხანძრის დეტექციის სისტემა

ხანძრის დეტექცია სახანძრო უსაფრთხოების გამართვის პირველი და უმნიშვნელოვანესი რგოლია, შესაბამისად, ამ სისტემის ძირითადი ფუნქცია ხანძრის წყაროს მომენტალური აღმოჩენა და ამის შესახებ შეტყობინების გაგზავნაა. მყისიერი აღმოჩენა ხანძრის მიერ გამოწვეულ ზარალს მინიმუმამდე ამცირებს.

ხმოვანი ევაკუაციის სისტემა

რამდენადაც საჭიროა სახანძრო უსაფრთხოებაში ხანძრის დეტექცია, იმდენად მნიშვნელოვანია ხმოვანი ევაკუაციის სისტემის გამართულობაც. აღნიშნული მექანიზმი საგანგაშო სიტუაციის (ხანძრის ან კვამლის) აღმოჩენის შემთხვევაში, აუდიო ან ვიდეო შეტყობინების გაგზავნით, ინფორმაციას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გვაწვდის.

 

ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა

როცა ხანძრის აღმოჩენა საფრთხის ასაცილებლად საკმარისი არ არის, ასეთ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი მექანიზმების გააქტიურება. ამ დროს არსებითად მნიშვნელოვანია ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემის დაყენება, რომელიც ხანძრის ზემოქმედებისგან შენობის სივრცეებს და იქ არსებულ აქტივებს იცავს.

საქართველოში უსაფრთხოების სისტემების მიწოდების მხრივ ლიდერი კომპანია არის “ვეზირი”. კომპანია “ვეზირი” ქართულ ბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას უწევს თავის მომხმარებლებს.

თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი კომპანია ვეზირის და მისი სისტემების, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ, ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.veziri.ge

(R)

 

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...