სულხან თამაზაშვილი: საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი. მათ შორის გარკვეული პერიოდით შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა

ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი, – განაცხადა შს მინისტრმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ყველა ადმინისტრაციულად დაკავებული ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

„მსგავსი კითხვა არ დაუსვამს კოლეგას, თუმცა მე ვუთხარი, რომ დაშავებულია ამდენი პოლიციელი და ამდენი ადამიანია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების იქიდან განრიდება. თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი. მათ შორის შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული დროით.

სპოტული ღონისძიებების ფარგლებში ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის პოლიცია იცავს. გამომდინარე აქედან, სამწუხაროდ, ჩვენი 4 თანამშრომელი დაშავდა. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ, მაგრამ ყველა წარმოებაზე შედეგი იქნება“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ : დიდი მადლობა საქართველოს, უსაფრთხოების ძალებსა და...

ისრაელის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გასულ ღამეს კლუბისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა, განსაკუთრებით კი საქართველოს...