გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ – რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, ამ აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ.

„ჩვენ, „ხალხის ძალას“, არაერთხელ გვითქვამს, როგორც ოფიციალურ წერილებში, ისე კომენტარებში, რომ USAID-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ხარჯავდნენ ფულს იმ ქვეყნების ხელისუფლებების შესაცვლელად, რომლებიც მათთვის არასასურველი იყო.
საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ. რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ : დიდი მადლობა საქართველოს, უსაფრთხოების ძალებსა და...

ისრაელის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გასულ ღამეს კლუბისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა, განსაკუთრებით კი საქართველოს...