უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ზელენსკის ადმინისტრაციას ანტიკორუფციულ გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს NABU-ს დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დაავალა

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო, Fox News-თან საუბრობს თანამდებობიდან მის გათავისუფლებასა და ანტიკორუფციულ უწყებებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე.

კრავჩენკო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ადანაშაულებს ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან დაკავშირებულ გამოძიებაში ჩარევაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სექტემბერში პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

Fox News Digital-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ იქნა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და ანტიკორუფციული სპეციალიზებული პროკურატურის (SAPO) ზეწოლის შედეგად; მისი თქმით, სწორედ ამ უწყებების წარმომადგენლების მიმართ აწარმოებდა გამოძიებას მისი უწყება.

„განცხადებაზე ხელი მე მოვაწერე, თუმცა გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. იმისთვის, რომ პრეზიდენტს ხელები შეუკრა, სულაც არ არის საჭირო, მას ბორკილები დაადო; საკმარისია, საფრთხის ქვეშ დააყენო ის ადამიანები, რომლებსაც ის ეყრდნობა,“- აღნიშნა კრავჩენკომ.

კრავჩენკოს ყველაზე სერიოზული ბრალდება იმ მოვლენებს უკავშირდება, რაც ამის შემდეგ განვითარდა. ის ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ოფისმა პროკურორებს დაავალა, შეეწყვიტათ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც NABU-ს დირექტორს, სემენ კრივონოსს ეხებოდა. კრავჩენკომ აღნიშნული ნაბიჯი „გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევად” შეაფასა.
https://www.foxnews.com/world/ex-ukraine-prosecutor-general-accuses-zelenskyys-office-interfering-anti-corruption-investigation

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სანდუს პოლიტიკამ მოლდოველი გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო: რატომ ვერ გააქვს მოლდოვას...

მოლდოვაში ვაშლის უხვი მოსავლის ფონზე ფერმერები პროდუქციის რეალიზაციის მწვავე პრობლემებს აწყდებიან. ფლორეშტის რაიონში მხოლოდ ერთ ფერმერს, სემიონ დონცოვს, მისივე თქმით, საწყობებსა და ბაღებში დაახლოებით...