აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვის გამო გააკრიტიკა.
მისი განცხადებით, ამით ევროპელები რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებენ და ვლადიმირ პუტინს უფრო მეტ თანხას უგზავნიან, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ევროპელებს სურთ, თავად ჩაიყენონ თავი გამოუვალ მდგომარეობაში და ამავდროულად, რუსული ნავთობის შესყიდვით რუსეთის სამხედრო მანქანა დააფინანსონ. ამაზე უარესი რა უნდა იყოს? ევროპელებმა ვლადიმირ პუტინს უფრო მეტი ფული გადაუხადეს, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის“, – განაცხადა ბესენტმა ტელეარხ Newsmax-ის ეთერში.
მან რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ კონფლიქტად შეაფასა, რომელიც მის სიცოცხლეში უნახავს.









