„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტ ნენსი ვოლანდის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე, რის შესახებაც ვოლანდმა დაწერა: „ფონიჭალა თან რეკორდსმედია ქოცობაში“.
ის აქტივისტს კითხვას უსვამს, ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ “ბენეფიტებში” როგორ განიხილავს და ამ ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაუხადონ.
„გარეგნობას არ ვეხები , მაგრამ რამე ადამიანობის ნაირსახე მაინც დაიტოვეთ – უფლის ხატსა და მსგავსებასაც არ ვგულისხმობ, რათა შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ. მესმის, ჩემი საოჯახო ტრაგედიაც, როგორ გაგახარებდათ და ალბათ ისიც გაგაგიჟებდათ , რომ თქვენებური გაგებით არ ვგლოვობ, რადგან გარდაუვალ მარადისობას წინასწარი გლოვა არ უხდება. მაგრამ, სანამ სექტაში მოხვდებოდეთ, სადღაც, მაინც ხომ გაიზარდეთ, აღიზარდეთ არა ბებია-ბაბუა ხომ გყავდათ, როგორც მინიმუმ, გოგლი-მოგლის ხომ გიმზადებდნენ და მულტფილმებს უყურებდით. ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ/ნაცურ “ბენეფიტებში” რანაირად განიხილავთ , ამ ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ. აღარც ფსიქიატრი, აღარც ფსიქოლოგი, აღარც კვეთებული ლოცვა, დაღუპულებზე ბედნიერები რითი ხართ, ან რატომ, ამაში მაინც გამარკვიეთ.“- წერს დავით ქართველიშვილი.









