ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ შვიდი პირის ძებნა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა სამწუხაროდ, მძიმეა. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყვნენ და ამ დრომდე არიან კონტაქტურები. ასევე მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
ევაკუირებულია მოსახლეობა, ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებებს. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა, კონტაქტურია და მძიმე დაზიანება არ აქვს”, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ – შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.









