ჭაო კუანგძუნი: მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ, ჭეძიანგის პროვინციაში. ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღიაა, შეგიძლიათ აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია

მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ, ჭეძიანგის პროვინციაში, – განაცხადა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭაო კუანგძუნმა „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქართველებისთვის მათი კარი მუდამ ღიაა.

„ჩვენი კარი თქვენთვის არის მუდამ ღია, შეგიძლიათ აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია. მე, როგორც ერთი ადამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხების ინტეგრაცია მაღალ საფეხურზე ავიდეს“, – აღნიშნა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან...

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, მსხვერპლის სტატუსზე, ევროპაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების პრაქტიკასა და IRI-ის კვლევის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა. გორდულაძის განცხადებით,...