საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება. ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს რიგით მეცხრე სხდომა სამშაბათს გაიმართება. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები პროცესის პოლიტიზებას კვლავ ეცდებიან, რაც სახელისუფლებო გუნდისთვის ამ პარტიების უარგუმენტობასა და უსუსურობაზე მიუთითებს.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საბოლოოდ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციური პარტიები, აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...