პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდება ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს, ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრ იარომირ ზუნას, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოსა და ჩეხეთს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება იქნება. მათ შორის იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება. ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს რიგით მეცხრე სხდომა სამშაბათს გაიმართება. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. მმართველ გუნდში განმარტავენ,...