ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ქობულეთის სერვისცენტრის შენობა სრულად აღიჭურვა იმ ოფისებით, ოთახებითა და გარემოთი, სადაც ქობულეთელებს – და არა მხოლოდ მათ, საჭიროების შემთხვევაში, სტუმრებსაც – შეუძლიათ მოვიდნენ და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კონსტანტინე გამსახურდია: დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის...

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრამდე, მეგის ქარდავას ზინდერებმა სასტიკად დაარბიეს უკვე დასრულებული...