ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო  მორჩილი ვასალის როლში იხილოს

ევროკავშირის ბიუროკრატიასა და საქართველოს შორის უთანხმოების ძირითადი მიზეზი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა. როგორც მან განაცხადა, საუბარია გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებზე, რომელიც გლობალურ ძალებს საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარებაში ხელს უშლის. სხვა მხრივ კი, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველო, რეგიონიდან გამომდინარე,  ევროკავშირისათვის როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
 
„ის ფაქტი, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროკავშირი და დასავლური ინტეგრაციაა, ეჭვგარეშეა. ასევე, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია და საქართველოსთან ინტეგრაცია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს. მათ უბრალოდ, არ აკმაყოფილებთ ის ვითარება, რომ საქართველო თავისი სუვერენული ინტერესების დაცვით მიდის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის უთანხმოების ძირითადი მიზეზი და განხეთქილების ვაშლი.
 
ევრობიუროკრატები გვედავებიან იმ ორ კანონს, რომელიც ხელს უშლის არა ევროკავშირის ინტერესების, არამედ გარკვეული გლობალური ძალების ინტერესების გატარებას საქართველოში. ერთი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შავი ფულის საშუალებით საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა შეუძლებელი იყოს და მეორე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური ღირებულებების კანონი, რომელიც ღირებულებებს ეხება. მათთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ღირებულებებისაგან დაცლილი საზოგადოების მართვა გაცილებით იოლია.
 
ერთ პარალელს მოვიყვან – უნგრეთში, როდესაც მადიარის ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მათ თითქმის ყველაფერი უცვლელი დატოვეს გარდა იმ კანონისა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იყო მიმართული და სწორედ იგივე კანონის გაუქმებისკენ მოგვიწოდებენ ჩვენც. და რადგან სასურველ მიზანს ვერ აღწევენ, მათი მიზნებისათვის საქართველო გამოუყენებელია. არსად გამქრალა საქართველოს ომში ჩარევის საფრთხეც და ახლანდელ ანგარიშშიც კი მიუთითებენ, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა განცხადებას, რაც ითვალისწინებს ღია კონფრონტაციას სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანაა – მას ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და მიუხედავად ამისა, ამ დაძაბულობისკენ ისინი პირდაპირ გვიბიძგებენ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი დღეს ძალიან ღრმა ღირებულებით კრიზისში იმყოფება და, თუ...

„ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დიდი არეულობის მოწმე გავხდით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალადობრივ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში არ მოსწონთ ბრიუსელის მიერ...