პრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი, ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის

გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა – ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა.

„დღეს, ხშირად ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსჯად საქმეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უხეშ მცდელობად უნდა შეფასდეს.

მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. მადლობა მინდა, გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ...

გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი - რატომ არ ამბობს, რომ გმობს 2024 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? იმიტომ რომ, რა მომენტშიც ამ ძალადობას დაგმობს,...