ირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე.

„გილოცავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე. ეს ისტორია პირობითად, სამ დეკადად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ათწლეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ინსტიტუტად დაფუძნების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ თავმჯდომარეებს, ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს და ბატონ ჯონი ხეცურიანს, ისევე როგორც პირველი თაობის თითოეულ მოსამართლეს, რომლებმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას ჩაუყარეს საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ...

გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი - რატომ არ ამბობს, რომ გმობს 2024 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? იმიტომ რომ, რა მომენტშიც ამ ძალადობას დაგმობს,...