შალვა პაპუაშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიაზე: ამ შემთხვევაში მიზანი ის არის, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ვერ აიძულებენ, საქართველოსთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ, რომ ზიანი მიაყენონ, მაგრამ თავის თავს იხდიან სასაცილოდ

ამ შემთხვევაში მიზანიც ეს არის, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ, ზიანი მიაყენონ, მაგრამ თავის თავს იხდიან სასაცილოდ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიას, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.

პაპუაშვილის თქმით, ასეთ ორგანიზაციებს იყენებენ იმისთვის, რათა კონკრეტულ სახელმწიფობზე პოლიტიკური გავლენა მოახდინონ.

„ასეთ ორგანიზაციებს სანდოობა რომ არ აქვთ, ხვდებით, ხომ?! ვუსმინეთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რას ამბობს ის Amnesty International-ზე, რას ამბობს ის ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს და ა.შ. ეს ორგანიზაციები არის შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენა და ამგვარი ყალბი ანგარიშებით გავლენის ქვეშ მოაქციონ სახელმწიფოები. ეს არის მთელი ქსელი ამ ორგანიზაციებისა და კარგია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამაზე ღიად ლაპარაკობს. აქამდე აშშ-ის ადმინისტრაცია ლაპარაკობდა თავის დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, USAID და ა.შ. რომელიც თაღლითობაში და სხვა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში ამხილა. ახლა უკვე ლაპარაკობს საერთაშორისო დონეზე მოქმედ ორგანიზაციებზე – ვენეციის კომისიაზე, Amnesty International-ზე და სხვებზე, მათ შორის ამგვარ ორგანიზაციებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მხილების ერთ-ერთი ტალღა ამ ორგანიზაციებისა, რომელთა ერთადერთი მიზანია სხვადასხვა სახელმწიფოს დაქვემდებარება, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...