შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ლოგოდან ამოიღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ. ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, მათი გენეტიკური კოდია „ნაციონალური მოძრაობა“

ლოგოდან ამოიღეს [ნაციონალური მოძრაობა], მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, მორიგი სპექტაკლია ის, თითქოს ოპოზიციურ ალიანსში მყოფი პარტიები ნაციონალური მოძრაობას არ წარმოადგენენ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „ამ სპექტაკლს მალე საკონსტიტუციო სასამართლო წერტილს დაუსვამს“.

„გვარამია, ბოკერია არ არის ნაცი, თუ ჯაფარიძე? ისინი იყვნენ არათუ რიგითი წევრები, არამედ ამ პარტიის ლიდერები. მათი გენეტიკური კოდია ნაციონალური მოძრაობა. სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტიაა და ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვაქვს ნანახი და იმედი მაქვს, რომ ამ სპექტაკლს მალე წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც ამას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთიანი ორგანიზმი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...