შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში – ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში, თავად იღებს ძალადობას

ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში – ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში, თავის თავთან იღებს ძალადობას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის სხვადასხვა ქალაქში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

„ის, რომ საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას ეძახიან და საქართველოში ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას სამართლიან პროტესტს, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ამის უკან დგას ის, რომ ვისგანაც ჩვენ მოველით დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფერის წამქეზებლები და მხარდამჭერები.

ახლა რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ცუდია?! ეს რომ თქვას, მაშინ ის პრესმდივანი უნდა გააგდოს, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

​რას იტყვის ევროკავშირის საელჩო, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ცუდი, როცა ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას. ევროკავშირის ელჩი იმას იტყვის, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი, როდესაც ის თავად ფულს უხდის და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვავს, რომელიც საქართველოში ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს. თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და შემდეგ ხელის დამფარებლები. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...