ირაკლი კირცხალია – ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე.

„ბევრი ამ კითხვას სვამს „ქართული ოცნების“ მიმართ იმ კუთხით, თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“ სისუსტე. პირიქით, როდესაც ისინი არიან მსჯავრდებულები და პასუხისგებაში მიცემული, ეს არის იმ გუნდის სიძლიერე და გუნდის უმაღლესი პასუხისმგებლობა თავისი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, რომ ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე. ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის და გუნდის სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ, რომელ გუნდსაც წარმოვადგენთ ჩვენ. რა იქნებოდა სიძლიერე, რომ ჩვენ ეს ფაქტი გაგვეგო და ხელი დაგვეფარებინა?!“, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...