კაია კალასი: ევროპელები უკრაინის ომით დაიღალნენ

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განაცხადებით, ევროპაში ადამიანები უკრაინის ომით დაიღალნენ.

როგორც კალასმა მონრეალის უნივერსიტეტში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანიტა ანანდთან საჯარო დისკუსიის დროს განაცხადა, დასავლეთმა უკრაინის მხარდასაჭერად უფრო მეტი უნდა გააკეთოს, თუმცა ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება ამის ახსნა, რადგან ისინი ომით დაიღალნენ.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მდგრადობა და გავაკეთოთ მეტი [უკრაინის მხარდასაჭერად]. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის ახსნა ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება, იმიტომ, რომ ამ ომით ყველა დაიღალა“, – განაცხადა კალასმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი მიკიტა პოტურაევი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა. პოტურაევმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც...