ტრამპი: ირანთან შეთანხმებას მივაღწიო თუ საბოლოოდ გავანადგურო ისინი? ეს არის ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაწუხებს

ირანზე დაანონსებული იერიში არ განხორციელდება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ჯერ ისევ განიხილავს, ირანთან შეთანხმების მიღწევას, შეეცადოს თუ უფრო მკაცრი მიდგომა აირჩიოს.

„ირანთან შეთანხმებას მივაღწიო თუ საბოლოოდ გავანადგურო ისინი? ეს არის ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაწუხებს. შევუთანხმდე თუ გავანადგურო? გახსოვდეთ, ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. ისინი ვერაფერს იღებენ, ჩვენ კი ყველაფერს ვიღებთ. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. The Wall Street Journal-ში ვკითხულობთ, რომ დღეს ჰორმუზის სრუტის გავლით უფრო მეტ ბიზნესსაქმიანობას ვახორციელებთ, ვიდრე ომის დაწყებამდე ვახორციელებდით”, – აღნიშნა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას...

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს....