თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ვერ წყვეტს.

მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადება, სადაც იგი ლიეტუვაში IRI-ის კონფერენციაზე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან ოპოზიციისთვის გაცემულ მითითებებზე საუბრობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციონერები გადაწყვეტილებებს პატრონებთან შეთანხმებით იღებენ. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება სავალალო რეალობას ასახავს.

“სხვა რამეს ვამბობთ? თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!”- წერს თენგიზ შრმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...