გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია – არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, აცხადებს, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი.

კახიანის თქმით, არაერთ ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ის საჯაროა და ამასთან დაკავშირებით, კითხვები არ უნდა გაჩნდეს.

,,ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ, თუმცა, არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია. პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ, ის, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს,” – აცხადებს გიორგი კახიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო...

23 ოქტომბერს ბათუმში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თურქმენეთის მინისტრთა...