მწვავე შეტაკებები პარიზში – საპოლიციო ძალებმა ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

შაბათს, სკოლებში არსებული სირთულეებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის მასშტაბით ძალადობა განახლდა. ქვეყნის მთავრობაში მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდეს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში სავარაუდოდ 550 000 ადამიანი გავიდა. დაკავებულია სულ მცირე 1 200 პირი.

პარიზში საღამომდე გრძელდებოდა მწვავე შეტაკებები საპოლიციო ძალებთან, რომელმაც ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში ცეცხლი წაუკიდეს შენობებს; მათ შორისაა ქალაქი ლიმოჟი, სადაც 1873 წელს აგებული მერიის შენობაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა სახურავის ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია.

რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა ძარცვის ფაქტები, ხოლო მერიებსა და ბიზნესობიექტებზე ვანდალიზმი მასობრივ ხასიათს ატარებდა.

პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუს განცხადებით, არეულობის შედეგად 150 პოლიციელი დაშავდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და...

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის, შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში დაახლოებით...