მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის – ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ პრეფექტურებსა და მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან, სამართალდამცველებს კი მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ

საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„ისინი, ვინც არბევდნენ და თავს ესხმოდნენ პრეფექტურებს, სავაჭრო ობიექტებსა და ჩვენს მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან.

სამართალდამცველებს, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გარანტები არიან, მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ.

ჩვენ ერთიანად დავუპირისპირდებით ქაოსის დამთესველებს, რომელთა ერთადერთი მიზანიც ჩვენი ინსტიტუციების ნგრევაა და ხელს უშლიან მათ, ვინც თავის მოთხოვნებს მშვიდობიანად გამოხატავს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

რევაზ სოხაძე: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს...

რევაზ სოხაძემ „ღია ეთერში“ თბილისის 166-ე საჯარო სკოლაზე ილაპარაკა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეტალური პასუხი გასცა ასოცირებული პროფესორის მაია გელაშვილის კითხვებს სკოლის დემონტაჟისა...