გიორგი შარაბიძე: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადაცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა შვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს.

როგორც გიორგი შარაბიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, ​15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადასცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა.

„ახლა ვაგროვებთ 17:00 საათის მონაცემებს და ამის შემდეგ უფრო დაზუსტებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ აქტივობაზე, თუმცა, 15:00 საათის მონაცემებით, იმ ტიპის არჩევნებისთვის, რომელიც არის ზოგადად საკრებულოს შუალედური არჩევნები, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობა“, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას...

როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და...