21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი: ზელენსკი არჩევნებისთვის მზად იყო, მაგრამ ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო უარი თქვა

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი თქვა ვალერი ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს.

ფედოროვის თქმით, ჯერ კიდევ ივნისში ის არჩევნების ჩატარების შემოთავაზებით გამოვიდა. იგი მიიჩნევს, რომ მათი ორგანიზება ომის დასრულებამდეც შესაძლებელია – ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ ზელენსკი თავდაპირველად მზად იყო ასეთი სცენარისთვის, თუმცა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო შეცვალა.

ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან არჩევნების ჩატარების იდეის საჯაროდ პოპულარიზაცია დაიწყო, მას არ მიუღია რაიმე შეთავაზება მისი პოლიტიკური პროექტის პირდაპირ დაფინანსებაზე, თუმცა, მისი თქმით, „ბევრი დაინტერესებული მხარე იყო“.

ზელენსკის გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „უკრაინსკა პრავდასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ფედოროვს დღეს პოლიტიკურ ოპონენტად აღიქვამენ, კერძოდ, პრეზიდენტის მიმართ მისი პოზიციის გამო. წყაროს თქმით, ოპოზიციის ნაწილიც ფედოროვში ზალუჟნის კონკურენტს ხედავს.

https://www.pravda.com.ua/news/2026/09/21/8054448/

ავტორი:

ბოლო სიახლეები