21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს

ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, მეორეჯერ შევიდეს იმ წყალში, რომელში შესვლამაც მას კარგი არაფერი მოუტანა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა კითხვას – ევროკავშირის მხარდაჭერით, დანიის კულტურის ინსტიტუტი და ხელოვნების სახლი სექტემბრის ბოლოსთვის „კორძის“ კონცერტს აანონსებს. რამდენად მისაღებია ფესტივალის სახედ გამოიყენო ის ადამიანი, რომელმაც მილიონზე მეტ ქართველს მიაყენა შეურაცხყოფა?

პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსება გრძელდება.

„მათ შორისაა ბახმაროში შეხვედრა, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, ზუსტად ისევე გრძელდება რადიკალიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში. როდესაც ევროკავშირის ფული ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება (როგორც ვნახე ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია), ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება.

ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს – იმის გამო, რომ ოღონდ შენ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო სხვა ქვეყანაში, მზად ხარ და აფინანსებ ექსტრემისტებს, რადიკალებს და ფაშისტური იდეოლოგიების დამამკვიდრებლებს.

ეს უნდა მივიღოთ ფაქტად. იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ამ საკითხზე გამოხმაურება ექნება, რადგან ბრიუსელს არ აინტერესებს ქართველი ხალხის პოზიცია. მათ აქვთ განსაზღვრული დღის წესრიგი, საქართველოს დესტაბილიზაცია, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის მხარდაჭერაში კომისიის პრესსპიკერის მხრიდან. ასე რომ ამ გეგმას მიჰყვებიან. არ ადარდებთ აქ რა მოხდება, როგორც 4 ოქტომბერი არ ადარდებდათ, სისხლისღვრას რომ გადავურჩით. ეს არის ფაქტი, რომ ევროპული ფულით, ამ ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშისტური იდეოლოგიის დამამკვიდრებლების დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები