19 სექტემბერი, შაბათი, 2026
19 სექტემბერი, შაბათი, 2026

ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის, სოციალური შეღავათების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდად დასრულდება

მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან “ბიბისისთან” განაცხადა.

რეტკლიფის თქმით, ქვეყანა „უკუსვლის გზაზე დგას“ მაღალი გადასახადების, იმიგრაციისა და ენერგოპოლიტიკის გამო.

„ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ: პოლიტიკოსები, რომლებიც საკმარისად მტკიცენი იქნებიან იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ზოგიერთ ძალიან რთულ პრობლემას და ჩვენ ვიცით, რა არის ეს პრობლემები; და გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის და თავიანთი პარტიისთვის. ჩვენ კი, ასეთი [პოლიტიკოსები] დიდი ხანია არ გვყოლია. არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის პრობლემას, არავინ არის საკმარისად მტკიცე, რომ გაუმკლავდეს სოციალური დახმარებების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, ეს ცუდად დასრულდება, ასე არ არის?“, – განაცხადა სერ ჯიმ რეტკლიფმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები