19 სექტემბერი, შაბათი, 2026
19 სექტემბერი, შაბათი, 2026

ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვილთან კორუფციულ გარიგებაში და ქართველი ხალხის ბრძოლის “ფეხებზე დაკიდებაში” დაადანაშაულა.

ანანიძის შეფასებით, ოპოზიციამ საქართველოში კიდევ ერთი კოალიცია უნდა შექმნა აშშ-ის პრეზიდენტის და რესპუბლიკელების წინააღმდეგ.

“დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ. აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში,” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები