18 სექტემბერი, პარასკევი, 2026
18 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა

საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებამ სამართლებრივად, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე, თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება.

„გზა, რომელიც არჩეული გვაქვს, არის ის, რომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე შემოვაბრუნეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წაგებული საქმეები. ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“. საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე, თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები