18 სექტემბერი, პარასკევი, 2026
18 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ომთან დაკავშირებით გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს. ეს აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა. ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს. საქართველო უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში ეს სცენარი, რომ განხორციელებულიყო

უკრაინას უყურებენ, როგორც თავის თავდაცვის ხაზს, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა.

„ეს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის წინა ხაზი ევროკავშირის თუ ევროპის ქვეყნების თავდაცვისთვის. ის, რომ ხარჯთეფექტური არის, კი, ხარჯთეფექტურია იმიტომ, რომ თავად არ უწევთ ბრძოლა. არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი. იღვრება უკრაინელების სისხლი იმისთვის, რომ თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი ევროკავშირის. ეს აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ, ასე უტიფრად ისაუბრონ, რომ უკრაინა არის გამოყენებული დღეს იმისთვის, რომ ევროკავშირი, რაც შეიძლება იაფად დაიცვან.

ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს აქ, რომ ყოფილიყვნენ – პარლამენტში, ხელისუფლებაში ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ. პირველი, რასაც იზამდნენ გაუხარდებოდათ, რომ წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. ზურა ჯაფარიძემ სხვა რამე კი არ თქვა?! – „რაღაცით დავეხმაროთ ჩვენც, ერთი 20 ათას ჯარისკაცს ხომ მაინც შევაკავებთ აქო და ვეღარ მოიცლის იქით საბრძოლველადო“. ამისთვის იყვნენ მზად. ამისთვის იყო გამზადებული საქართველო, ამისთვის იყო 2020 წელს მცდელობა არჩევნების შედეგების გაყალბებისა. ამის მერე იყო მიხეილ სააკაშვილის შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან 2021 წელს, მანამდე კონსულტაციებით ბრიუსელში და ვაშინგტონში იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს უნდა ეთამაშა ზუსტად ის ფრონტი, რასაც ჰქვია დამატებითი მეორე ფრონტის გახსნა, რომ ხარჯთეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და გაგვეჩერებინა 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი მაშინ, როდესაც სხვები პოდიუმებზე და სემინარებზე თუ სხვადასხვა დისკუსიებში დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე და რა თქმა უნდა ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში ეს სცენარი, რომ განხორციელებულიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები