16 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2026
16 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2026

გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. მისი განცხადებით, უცხოური ძალების მიზანია დეზინფორმაციის კამპანიის გამწვავება, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება აიძულონ.

„უცხოური ძალების გათვლაა, გაამწვავოს დეზინფორმაციის კამპანია, რათა სწრაფად აიძულოს ხელისუფლება, გადადგას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მაშინ მოახერხეს ის, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიღებული იყო არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსდებოდა გარედან. დღეს ჩვენ უნდა შევძლოთ და ის რეალობა, რაც ჩვენს ირგვლივაა, ბოლომდე დავიცვათ, რათა ნებისმიერი დეზინფორმაცია, რომელსაც ისევ ის უცხოური ძალა აფინანსებს, საზოგადოებაში არ გავრცელდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები