16 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2026
16 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2026

თამთა მეგრელიშვილი: Trump Tower Tbilisi-ის პროექტით ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში ამერიკული უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემოსვლა დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს საქართველოს მიმართ გაზრდის.

„თბილისში „Trump Tower“-ისა და „Downtown Tbilisi“-ს მშენებლობა არის პროექტი, რომელიც ყველაზე ზუსტად გადაითარგმნება საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებული ტერმინით – „ეკონომიკური დიპლომატია“.

ამ პროექტის ფარგლებში ქვეყანაში აშშ-ის უმსხვილესი და პოლიტიკურად გავლენიანი ბრენდის შემოსვლა ავტომატურად გაზრდის დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს საქართველოს მიმართ.

პროექტის ეკონომიკური, პოლიტიკური და საიმიჯო გავლენა იქნება საინვესტიციო სიგნალი, რომელიც, პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების დამატებითი „ამერიკული ფარია“ და უცხოური კაპიტალის მოზიდვას სხვა სექტორებშიც გაამარტივებს.

ეს პროექტი სხვა ინვესტორებისთვის იქნება საინვესტიციო ვიზა, რომელიც გლობალურ პრესტიჟს, ეკონომიკურ ნახტომსა და გაძლიერებულ უსაფრთხოებას მოიტანს. პროექტით მაღალბიუჯეტიანი ტურიზმის სტიმულირება მოხდება და ერთგვარი ურბანული თუ არქიტექტურული სიახლე იქნება, რომელიც ვიზუალურ რევოლუციას მოახდენს და ქალაქს თანამედროვე მეგაპოლისების არქიტექტურულ ტენდენციებთან დააახლოებს.

პროექტი ხელისუფლების მიერ გატარებული მშვიდობისა და ეკონომიკური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

ქართული სახელმწიფო ამ პროექტით საერთაშორისო ბაზარს აჩვენებს, რომ მყარად უჭერს მხარს მსხვილ ამერიკულ კაპიტალს და თანმიმდევრული პოლიტიკით ქმნის სტაბილურ გარემოს ასეთი მასშტაბის ამერიკული გიგანტის ქვეყანაში შემოსასვლელად“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები